Sky Inn Hotel – ახალი სასტუმრო ქალაქ ბათუმში მდებარეობს პირველივე ზღვისპირა ზოლში. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედი ზღვაზე და მთებზე.
სასტუმროს მთელი 25-ე სართული უკავია Orbi Residence-ის კომპლექსში, რომლის ფასადიც ყურადღებას იპყრობს თავის ზღვის ტალღის მსგავსი საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტილებით.
Sky Inn Hotel Batumi - ეს არის საოცნებო დასასვენებელი ადგილი.
ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ დავაკმაყოფილოთ სტუმრის ყველა მოთხოვნა, მათ ინდივიდუალურ სურვილებზე და საჭიროებებზე ჩვენი სერვისების ადაპტაციის გზით.
აქ შექმნილია ყველა აუცილებელი წინაპირობა დაუვიწყარი დასვენებისთვის.
Sky Inn Batumi - ეს არის ახალი სიტყვა ქართული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.
ეს არის ელეგანტური ინტერიერისა და კომფორტის ჰარმონიული შეხამება თანამედროვე და კლასიკური სტილების ერთობლიობაში.
სასტუმრო Sky Inn Batumi-ში არის სხვადასხვა კატეგორიის 30 კომფორტაბელური სასტუმროს ნომერი, მოწყობილი მაქსიმალურად კომფორტული, სრულფასოვანი და დასამახსოვრებელი დასვენებისთვის.
სასტუმრო Sky Inn-ის რესტორანი თავის სტუმრებს საუზმეზე მდიდარი არჩევნის შვედურ მაგიდას სთავაზობს. ასევე, სურვილისამებრ, შეუძლია უმასპინძლოს სადილს და ვახშამს. რესტორანი 25-ე სართულზე არის განლაგებული და მისი აივნიდან იშლება დაუვიწყარი ხედი მთებსა და ზღვაზე.